Friday, April 27, 2012

   რელიგია არის იდეათა და ქმედებათა სისტემა, რომელიც დაფუძნებულია რწმენაზე, რომ არსებობენ ზებუნებრივი ძალები, რომლებიც ზემოქმედებენ სამყაროზე და ადამიანისცხოვრებაზე. ეტიმოლოგიურად რელიგიის ყველაზე ცნობილი განსაზღვრებაა “ხელახლა დაკავშირება”, თუმცა სხვები ვარაუდობენ, რომ იგი ნიშნავს “(სამყაროს) განმეორებით წაკითხვას”. ეს იდეა ღირებულია ქრისტიანობისათვის, მაგრამ არა რომაულიწარმართობისათვის, რომლისგანაც მომდინარეობს ეს სიტყვა. მათთვის “რელიგია” არისღმერთთან ვისიმე ხელახლა დაკავშირების იარაღი.


რელიგიის წარმოშობას წინ უსწრებდა რელიგიამდელი ხანგრძლივი პროცესი განვითარებისა, ქვის ხანის ეპოქიდან. უძველესი ფორმა რელიგიისა იყო მაგია - ჯადოქრული გზით ბუნებაზე ზემოქმედების რწმენა, რასაც პირველყოფილი ადამიანი საკულტო ცერემონიებით და შელოცვებით გამოხატავდა მისთვის სასურველი მიზნების მისაღწევად. პირველი ჩანასახი რელიგიისა გამოიხატებოდა რეალურად არსებულ საგანთა განდიდებაში, თითქოს მათ ჰქონდათ ზებუნებრივი ძალა: ქვას, ნიჟარას, თმას. ეს იყო ფეტიშის რწმენა. შემდეგ მთავარია მაგიის, ტოტემის რწმენა. ტომი გააღმერთებდა რომელიმე მისთვის მნიშვნელოვან ცხოველს. მესამე ობიექტი თაყვანისცემისა იყო სული, წინაპართა სულების რწმენა. ბოლოს. უკვე კლასობრივი საზოგადოების შექმნის შემდეგ, თანდათან შეიქმნა რწმენა ღმერთებისა, მითები, რომელშიც ადამიანებთან მოქმედებდნენ ღმერთები და ქალღმერთები, დემონები და ქაჯები, ჭინკები და ფერიები. ამგვარად, უმარტივესი წარმოდგენები მკვდარ საგნებზე თანდათანობით იქცა სრულყოფილ კოსმოგონიურ სისტემად. რელიგიის განვითარების ისტორიული ფორმებია: ტომობრივი, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და მსოფლიო რელიგიები. ძველი რელიგიური წარმოდგენების დამახასიათებელი ნიშნებია:ანთროპომორფიზმიანიმიზმი და მაგია.










ბუდიზმი (ასევე დჰარმა ან ბუდა დჰარმა, დაახ. ნიშნავს: კანონი, ან გაღვიძებულის კანონი), რელიგია, პრაქტიკულიფილოსოფია, ასევე ზოგიერთი წარმოდგენით ფსიქოლოგია, რომელიც ემყარება ბუდა შაკიამუნის (სიდჰარტა გაუტამას) სწავლებას. მომდინარეობს ძველი ინდოეთიდან, დაახ. ძვ. წ. VI - V საუკუნეებიდან. ბუდიზმი ინდოეთისსუბკონტინეტზე გავრცელდა ხუთი საუკუნის განმავლობაში ბუდას გარდაცვალებიდან, შემდგომ ორ ათასწლეულში კი დომინანტური რელიგია გახდა ცენტრალურ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ აზიაში. ამჟამად ბუდიზმი იყოფა სამ ძირითად ტრადიციად: თერავადა (სანსკრ. შთავირავადა), მაჰაიანა და ვაჯრაიანა. მსოფლიოში დაახ. 708 მილიონი მიმდევარი ჰყავს და ერთ-ერთ მსოფლიო რელიგიად ითვლება. მიმდევართა რაოდენობით მეხუთეა მსოფლიოშიქრისტიანობისისლამისინდუიზმის და ტრადიციული ჩინური რელიგიის შემდეგ.



ისლამი (არაბ. الإسلام ალ–ისლამ – "მორჩილება") - დაახლოებით 1,3 მილიარდი მიმდევრით ქრისტიანობის (დაახ. 2.1 მილიარდი მიმდევარი) შემდეგ მსოფლიოში მეორე უდიდესი რელიგიური აღმსარებლობა. ისლამის მიმდევარს ჰქვიამუსლიმი ან მაჰმადიანი (მოძველებული ფორმა). წარმოიშვა მე–7 საუკუნეში არაბეთის ნახევარკუნძულზე. ფუძემდებელიამუჰამადი, რომელიც ისლამური სწავლების მიხედვით ღმერთის (არაბულადალ-ლაჰ الله) უკანასკნელი წინასწარმეტყველიიყო. დღეს ისლამი გავრცელებულია მთელს მსოფლიოში, ტრადიციულად, ისლამურად ითვლება შემდეგი რეგიონები:ახლო აღმოსავლეთიჩრდილოეთ აფრიკასამხრეთ აზია და სამხრეთ–აღმოსავლეთ აზია.
მუსლიმები შეადგენენ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 10%. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან საქართველოში მცხოვრები ეთნიკურიაზერბაიჯანელები და აჭარის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები (აჭარლები)


გამოყენებული ვებ-გვერდები
http://www.youtube.com/

http://www.wikipedia.org/